არ გამოიყენოთ Çilek-is პროდუქცია, გარდა იმ მიზნისა, რაც გააუმჯობესებს მათ ფუნქციას.
ავეჯის ზედა ნაწილი (თავსახური) და უჯრები არ გახსნათ ერთდროულად, რათა არ გადაყირავდეს ავეჯი, რომელსაც აქვს ბევრი უჯრა, თავსახურები, მაგალითად თეთრეულისთვის და კომოდი.
არ გადატვირთოთ ავეჯი. მოერიდეთ წონით დატვირთვას, რამაც შეიძლება დააზიანოს პროდუქტის წონასწორობა. დადგით ის სწორ იატაკზე.
დარწმუნდით, რომ გორგოლაჭების მუხრუჭები გამორთულია გორგოლაჭიან ავეჯში.
მოარიდეთ ავეჯი ძალიან ცხელ და ცივ გარემოს, და ხანგრძლივ მზის სხივებს.
წვეტიანმა საგნებმა შეიძლება დააზიანონ ზედაპირის ხარისხი.
არ გამოიყენოთ ეტიკეტი და მსგავსი წებოვანი მასალები, რამაც შეიძლება დააზიანოს ავეჯის ზედაპირის ხარისხი.
თუ გსურთ ავეჯის გაწმენდა ან დემონტაჟი, ჯერ გამორთეთ შტეფსელი როზეტიდან.
Çilek პროდუქტების წმენდისას გამოიყენეთ წყლით დასველებული რბილი ქსოვილი და საწმენდი საშუალება, რომელიც არ გაამაგრებს პროდუქტს.
რეგულარული ინტერვალებით შეამოწმეთ ანჯამების დამაკავშირებელი ხრახნები და ანჯამებისრეგულირების ხრახნები, სახურავის ჩამოზნექვის თავიდან აცილების მიზნით.
განათავსეთ პროდუქტები ისე, რომ კედლებს შორის იყოს მინიმუმ 2 სმ სივრცე. ამ გზით თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ პროდუქტის უკანა ნაწილის სინესტე, მისი განიავებით.
დაიცავით მოხმარებისა და დასუფთავების ინსტრუქციები, რომელიც მითითებულია ხალიჩაზე, თეთრეულზე და განათებაზე.